ავიაკატასტროფა

ეთიოპიაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 18 ადამიანი ემსხვერპლა

ეთიოპიაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 18 ადამიანი ემსხვერპლა. 

დაღუპულებს შორის 15 სამხედრო პირია, ხოლო 3 სამოქალაქო.

ავიაკატასტროფა ორომიის რეგიონში, ადგილობრივი დროით, დილის საათებში მოხდა. სამხედრო ვერტმფრენი ქალაქ დირე-დაუადან სამხედრო ავიაბაზაზე მიფრინავდა.

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. 

კომენტარები