იაპონია

იაპონიაში, გაუქმებულ აკვარიუმში დელფინი და 46 პინგვინი მიატოვეს

Animal Rights Center Japan

იაპონიის აკვარიუმში, რომელიც ვიზიტორების ნაკლელობის გამო დაიხურა, დელფინი სახელად ჰანი, 46 პინგვინი, თევზები და რეპტილიები მიატოვეს.

აკვარიუმი მიმდინარე წლის იანვარში დაიხურა და მას შემდეგ 7 თვის მანძილზე აკვარიუმის ბინადრები მიტოვებულები არიან, რამაც საზოგადოების და ცხოველთა დამცველების კრიტიკა გამოიწვია.

გავრცელებული ცნობით, აკვარიუმის ბინადრებს საკვებს ყოფილი თანამშრომლები პერიოდულად აწვდიან, თუმცა უცნობია რა სახსრებით ხდება მათი გამოკვება.

ინუბოსაკის აკვარიუმი ტოკიოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. აკვარიუმში ცხოველების უფლებების დამცველებს არ უშვებენ, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კერძო მეპატრონეთან დაკავშირებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. მათ მეპატრონის თანხმობის გარეშე აკვარიუმში შესვლის და ცხოველების გადაყვანის უფლება არ აქვთ.

ცხოველთა უფლებების დამცველები შიშობენ, რომ სათანადო მოვლის გარეშე აკვარიუმის ბინადრების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მათ სოციალურ კამპანია დაიწყეს ჰეშთეგით გადავარჩინოთ ჰანი (#savehoney).


ფოტო: Animal Rights Center Japan

კომენტარები