კამბოჯა

კამბოჯაში ავსტრალიელ რეჟისორს ჯაშუშობისთვის პატიმრობა მიუსაჯეს

კამბოჯას სასამართლომ ავსტრალიელი კინორეჟისორი ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

69 წლის ჯეიმს რიკეტსონი 2017 წელს დააკავეს, რადგან ის ოპოზიციის მიტინგს დრონით იღებდა. 

კამბოჯის ხელისუფლება არ ამბობს, რომელი ქვეყნისთვის ჯაშუშობდა ავსტრალიელი რეჟისორი. 

რიკეტსონი ბრალს არ აღიარებს და განაჩენს გააპროტესტებს. 

ჯეიმს რიკეტსონი ბოლო 20 წლის განმავლობაში კამბოჯას ხშირად სტუმრობდა და ქვეყნის უცვლელი პრემიერმინისტრის ჰუნ სენის შესახებ კრიტიკულ დოკუმენტურ ფილმს ამზადებდა. 

კომენტარები