ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 3 სექტემბრამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +27, +32, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +26, +28 გრადუსამდე დაიკლებს.

1 სექტემბერს დღისით შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს. 2-3 სექტემბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.

31 აგვისტოს და 1-3 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში 31 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 1-3 სექტემბერს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურას სინოპტიკოსები +28, +30 გრადუსის ფარგლებში ვარაუდობენ.

კომენტარები