ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება

ხელმოწერიდან 4 წლის თავზე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმების შესრულებას აფასებს

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერიდან 4 წლის თავზე ევროკავშირი დოკუმენტის იმპლემენტაციის ხარისხს აფასებს. 

ანგარიში ქართულ მხარეს - ქვეყნის ლიდერებს, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვედრაზე გააცნეს, რომელსაც ევროკომისიის და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრას დაესწრო საქმეთა კომიტეტის სამი ექსპერტიც, რომლებმაც ბოლო 6 თვის განმავლობაში საარჩევნო სისტემა, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების დონე და მისი განხორციელებისთვის ინსტიტუციონალური ჩარჩო შეისწავლა.

ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების კუთხით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, რომ: 

  • ევროკავშირის პოზიცია საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ვენეციის კომისიის პოზიტიურ შეფასებას ემთხვევა, თუმცა, სამწუხაროა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის 2024 წლამდე გადადება.
  • რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობას და უზრუნველყოფს რეგულარულ მონიტორინგს, რათა უზრუნველყოს მუდმივი შესაბამისობა; მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, აღიაროს საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყნა;
  • ასევე, მნიშვნელოვანია შენგენის ზონაში თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რაოდენობის და ევროკავშირის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი კრიმინალური ჯგუფების არაპროპორციული რაოდენობის საკითხების მოგვარება. 
  • ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას, რომელიც თურქეთთან და აზერბაიჯანთან სასაზღვრო სექტორების რეაბილიტაციის გაძლიერებას შეეხება.
  • ასევე, ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის გატარების კუთხით და კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში; მიესალმება ინიციატივას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის განათლების შესაძლებლობების განვითარებას ითვალისწინებს. 

კანონის უზენაესობა და კარგი მმართველობა

ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, რომ ევროკავშირი კმაყოფილია საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის შედეგებით. ასევე, დადებითად აფასებს საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელებას და სამოქმედო გეგმას; მოუწოდებს საქართველოს, ანტიკორუფციული სააგენტოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან გამოყოფა უზრუნველყოს.

  • მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეიმუშავოს ეფექტური მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამოძიებისთვის. 
  • მიესალმება სასამართლო რეფორმას; მოუწოდებს სასამართლო სისტემაში მეტი გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებისკენ. 
  • ხაზს უსვამს საჯარო სამსახურის რეფორმას და მიესალმება ალად მიღებულ კანონს საჯარო სამსახურის შესახებ. 
  • მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ჩაატაროს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა. 
  • მიესალმება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას. 
  • მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, განიხილოს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ნარკოპოლიტიკის რეფორმირების მიზნით, 2017 წლის 30 ნოემბრის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმპლემენტაციისთვის. 
  • მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პატიმართა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ფუნდამენტური უფლება

რეზოლუციის მიხედვით:

  • ევროპარლამენტი მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შექმნას; საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაააქტიეროს ადამიანის უფლებათა კოორდინაციის მექანიზმი და გააძლიეროს თანამშრომლობა მრავალი სხვადასხვა მიმართულებით; ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში მცხოვრებ ადამიანის უფლებათა დამცველების უსაფრთხო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის საჭიროებას. 
  • მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯები ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, განსაკუთრებით მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფებისთვის, ლგბტქ, შშმ და უმცირესობების ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლის გზით, მათ შორის შრომის ბაზარზე, შრომის კოდექსის შესაბამისად, 
  • მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯები ქალების დასაცავად სიძულვილისა და სექსუალური შევიწროების ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად და გაზარდოს მათი მონაწილეობა პოლიტიკასა და შრომის ბაზარზე. 
  • კიდევ ერთხელ აღნიშნავს თავისუფალი და დამოუკიდებელი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და პლურალისტური მედიის მნიშვნელობას, როგორც დემოკრატიის ძირითადი პრინციპისა; კმაყოფილებით აღნიშნავს საქართველოში რეფორმების შედეგად ვითარების გაუმჯობესებას, რაც "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" მიერ შემუშავებული მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსშიც აისახა. 
     

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი მიესალმება სამუშაო ადგილების შექმნასა და შრომითი უფლებების დაცვას, განსაკუთრებით, საოკუპაციო უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებით; ხაზს უსვამს სრულფასოვანი შრომის ინსპექციის სისტემის შექმნის საჭიროებას, რათა გაუმჯობესდეს შრომის უსაფრთხოება და აღმოიფხვრას არადეკლარირებული მუშაობა. ევროკავშირი ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის ამბიციას, ეს რეფორმა 2019 წლის სექტემბრამდე შეასრულოს. შეშფოთებულია ბავშვთა შრომით და პროფესიული კავშირების გაერთიანების არასაკმარისი თავისუფლებით; ასევე, აღნიშნავს, რომ სამუშაოს უსაფრთხოება ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების მიხედვით, კრიტიკული მნიშვნელობისაა. 

კომენტარები