მექსიკა

მექსიკის სანაპიროსთან 300-ზე მეტი მკვდარი კუ იპოვეს [ვიდეო]

მექსიკაში, წყნარი ოკეანის სანაპიროსთან, 300-ზე მეტი მკვდარი კუ იპოვეს.

აღმოჩენილი კუები გადაშენების პირას მყოფ სახეობას, Olive ridley-ს მიეკუთვნებიან. 

ისინი უკანონო თევზჭერისას გამოყენებულ და წყალში გადაყრილ ბადეებში მოყვნენ, თავის დაღწევა ვერ შეძლეს და დაიხრჩვნენ. 

კუების ამ სახეობას მხოლოდ რამდენიმე საათის გატარება შეუძლიათ წყლის ქვეშ. ამის შემდეგ წყლის ზედაპირზე ან სანაპიროზე გადიან. 

ეს სახეობა მსოფლიოს ველური ბუნების ფონდის მიერაა დაცული.

კომენტარები