KAMIKADZE - ემინემის ახალი, მოულოდნელი ალბომი

Guardian

ემინემმა ახალი ალბომი, სახელად "კამიკაძე" გამოუშვა. ალბომის შესახებ წინასწარ ცნობილი არ ყოფილა, ამიტომ ის ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. 

ალბომი, რომლის თანაპროდიუსერი Dr Dre-ც არის, 13 ტრკისგან შედგება, მათ შორის არის ფილმის, Venom-ს ერთ-ერთი საუნდტრეკიც

Kamikaze-ს ერთ-ერთი ტრეკი მხოლოდ 1 წუთს გრძელდება. ეს ვიდეო-ზარია, რომელშიც ემინემის მუსიკალური მენეჯერი, პოლ როზენბერგი რეპერს ეკითხება: 

"ნამდვილად აპირებ, დასცინო ყველას, ვისი ნათქვამიც შენი და შენი მუსიკის შესახებ არ მოგწონს? არ ვიცი, ეს ნამდვილად კარგი იდეა არის თუ არა". 

როზენბერგი არ ცდება - Kamikaze დახუნძლულია სხვადასხვა ადამიანების მიმართ კრიტიკით, ვინც ემინემის წინა ალბომს, Revival-ს აკრიტიკებდა. Revival 8 თვის წინ გამოვიდა. 

ერთ-ერთი, ვისაც ახალი ალბომით ემინემი აკრიტიკებს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. The Ringer - ეს Kamikadze-ს პირველი ტრეკია. მასში ემინემი ასევე ცუდად მოიხსენიებს ახალი თაობის რეპერებს, Lil Pump-ს, Lil Xan-ს და Lil Yachty-ის, თავს ესხმის მედიას წინა ალბომის ცუდი შეფასებისთვის, საუბრობს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსზეც

ალბომუ სულ 13 ტრეკისგან შედგება. 

კომენტარები