დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სეპარატისტი ლიდერი აფეთქების შედეგად დაიღუპა

დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერი, ალექსანდრე ზახარჩენკო კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. აფეთქების შედეგად კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი. აფეთქება კაფე "სეპარატისტის" მახლობლად მოხდა, რომელიც ზახარჩენკოს რეზიდენციასთან მდებარეობს. Interfax-ის ინფორმაციით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ძალოვნებმა რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავა.

კომენტარები