ნარკოდანაშაული

შსს: ჰეროინის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დავაკავეთ

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გარდაბანში აზერბაიჯანის მოქალაქე - 1978 წელს დაბადებული ს.ა. დააკავეს.

"პოლიციამ ს.ა. იმ დროს დააკავა, როდესაც იგი გარდაბნის ტერიტორიაზე ტაქსით გადაადგილდებოდა. სამართალდამცველებმა, დაკავებული ქალის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული 21,76 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რომელიც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები