გურამ კაშია

"დინამო" ბათუმი: მხარდაჭერას ვუცხადებთ გურამ კაშიას და ვგმობთ ძალადობას

0 კომენტარი
ს.კ. "დინამო" ბათუმი ფოტო: ajaratv

საფეხბურთო კლუბი "დინამო" ბათუმი საკუთარ facebook გვერდზე გურამ კაშიას მხარდამჭერ გზავნილს ავრცელებს:

"ს.კ. "დინამო" ბათუმი მხარდაჭერას უცხადებს გურამ კაშიას და გმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას. "ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ფეხბურთით დატკბეს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, საიდან ხარ და როგორ თამაშობ, ეს თანასწორი თამაშია".
წარმატებები გურამს საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ერთად!
#გურამშენთანვართ #EQUALGAME #37GK #არაძალადობას"

ჰომოფობიურად​​​ განწყობილი ადამიანების აგრესიის ობიექტი კაშია მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, "ვიტესის" რიგებში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. თუმცა, კაშიამ მაშინვე თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა. LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA კაშიას თანასწორობის ჯილდოსაც გადასცემს. ჰომოფობების აგრესია კაშიას ამ ნომინაციასაც მოჰყვა . 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები