ნარკოდანაშაული

შსს: საგარეჯოში, სოფელ ხაშმში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაშმში წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

უწყებაში ამბობენ, რომ 1970 წელს დაბადებული გ.თ. პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა ის მანქანით გადაადგილდებოდა, თუმცა ნივთმტკიცებად ამოიღეს "დანაშაულის დაფარვის მიზნით" მანქანიდან გადაგდებული ნარკოტიკი.

"პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო გ.თ.-ს მიერ დანაშაულის დაფარვის მიზნით ავტომანქანიდან გადაგდებული, 23 შეკვრად დაფასოებული, კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ჰეროინს, მორფინის მარილს და კოდეინის მარილს შეიცავს", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რომელიც 5-იდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები