დროებითი საგამოძიებო კომისია

კომისია: ქვეყნის მასშტაბით საგრძნობლად გაზრდილია მოსწავლეებს შორის ბულინგი, აგრესიული ფონი

0 კომენტარი
ფოტო: telegraph.co.uk

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის შემსწავლელმა კომისიამ დღეს სკოლებში უსაფრთხოების შესახებ დასკვნა წარმოადგინა.

დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, საგრძნობლად გაზრდილია მოსწავლეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები.

საგამოძიებო კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მანდატურის სამსახურიდან მოწოდებული მასალებიდან კონკრეტული ფაქტორები ირკვევა, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის წინაპირობა გახდა და რომელიც სისტემური და მზარდი პრობლემაა.

კომისიაში აღნიშნავენ, რომ გააანალიზეს სტატისტიკა, რაც სკოლებში უსაფრთხოების კუთხით სერიოზულ პრობლემებს ადასტურებს. ამ სტატისტიკის ანალიზის შედეგად, დგინდება, რომ:

საგრძნობლად მომატებულია ქვეყნის მასშტაბით მოსწავლის მიერ მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები:

  • 2015-16 სასწავლო წლები - 2582 შემთხვევა;
  • 2016-17 სასწავლო წლები - 2538 შემთხვევა;
  • 2017-18 სასწავლო წლები - 3673.შემთხვევა.

გარდა ამისა, მოსწავლის მიერ მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის სტატისტიკა ასევე გაზრდილია ხორავას ქუჩაზე მომხდარ კონფლიქტში მონაწილე პირების სკოლებში. კერძოდ:

  • 51-ე საჯარო სკოლა - 2015-16 სასწავლო წლები - 77; 2016-17 სასწავლო წლები - 92; 2017-18 სასწავლო წლები - 139;
  • 1-ლი ექსპერიმენტული - 2015-16 სასწავლო წლები - 13; 2016-17 სასწავლო წლები - 31; 2017-18 სასწავლო წლები - 62;

კომისია ხაზს უსვამს, რომ განათლების სისტემა ჩაგვრის/ბულინგის სტატისტიკას საერთოდ არ აწარმოებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები