ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალში რაფაელ ნადალთან დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონატის მერვედფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს პირველ ჩოგანთან, ესპანელ რაფაელ ნადალთან 4 სეტში 3:6, 3:6, 7:6, 4:6 დამარცხდა.

შეხვედრა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. თამაშის ბოლოს რაფაელ ნადალმა აღნიშნა, რომ ბასილაშვილი ძლიერი მოწინააღმდეგე იყო.

ბასილაშვილი დიდი სლემის ამ ტურნირის მერვედფინალში პირველად გავიდა. წინა შეხვედრებში მან მსოფლიოს 66-ე ჩოგანი გუიდო პელა და მე-18 ჩოგანი ჯეკ სოკი დაამარცხა.

ამ დროისათვის ATP-ს მსოფლიო რეიტინგში ბასილაშვილი კარიერაში რეკორდულ, 31-ე ადგილს იკავებს.

კომენტარები