ჩოგბურთი

ნადალი: ბასილაშვილმა შესანიშნავად ითამაშა, ყოველთვის ძლიერი დარტყმებით მპასუხობდა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალურ მატჩში გამარჯვების შემდეგ მის მეტოქეზე, ნიკოლოზ ბასილაშვილზე ისაუბრა:

"შესანიშნავად ითამაშა. ძალიან ძლიერი დარტყმები ჰქონდა. იმ მომენტშიც კი, როდესაც კარგად ვარტყამდი შეგრძნება იყო, რომ კონტროლი დავკარგე. ყოველთვის ძალიან ძლიერი დარტყმებით მპასუხობდა. რთული თამაში იყო და მიხარია, რომ გავიმარჯვე." თქვა მან.

ნადალმა ბასილაშვილი პირველ ორ სეტში ანგარიშით 6:3 დაამარცხა, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა მესამე, დაძაბული სეტის მოგება შეძლო (7:6).

საბოლოოდ ესპანელმა გამარჯვება მეოთხე სეტში მოიპოვა და მეოთხედფინალურ მატჩში ავსტრიელ დომინიკ ტიმს დაუპირისპირდება.

ბასილაშვილი დიდი სლემის ამ ტურნირის მერვედფინალში პირველად გავიდა. წინა შეხვედრებში მან მსოფლიოს 66-ე ჩოგანი გუიდო პელა და მე-18 ჩოგანი ჯეკ სოკი დაამარცხა.

ამ დროისათვის ATP-ს მსოფლიო რეიტინგში ბასილაშვილი კარიერაში რეკორდულ, 31-ე ადგილს იკავებს.

 

კომენტარები