საგანგებო სიტუაციის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რუსთავში წიწილების ინკუბატორი დაიწვა.
დამწვარია 3 000 წიწილა და 600 კვ.მ. ფართობი.
სააგენტოს ცნობით, ძლიერი ხანძრის გამო არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება საცხოვრებელ სახლსა და სათავსოზე.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.