ყაჩაღობა

სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულებს 10 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

flickr

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულ 2 პირს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ამით პროკურატურის მტკიცებულებები გაიზიარა. 

საგამოძიებო უწყების ცნობით, მათ 2018 წლის 2 იანვრის ღამეს, დაახლოებით 23:50 საათზე, თბილისში, აკაკი ბაქრაძის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე გ.მ და თ.ა ყაჩაღურად თავს დაესხნენ ზ.ბ-ს, სცემეს, დააგდეს ძირს და დანის გამოყენებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით მობილური ტელეფონი, 500 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 

პროკურატურის განცხადებით, დანაშაულის ჩადენის დროისთვის გ.მ და თ.ა უკვე იხდიდნენ პირობით მსჯავრს განზრახი დანაშაულისთვის. 

სამართალდამცველებმა თავდამსხმელები 6 იანვარს დააკავეს. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანი დამნაშავედ სცნო და გ.მ-ს განაჩენთა ერთობლიობით 10 წლით, თ.ა-ს კი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

კომენტარები