ლიბია

ლიბიის ციხიდან 400-მდე პატიმარი გაიქცა

ლიბიაში ტრიპოლის ციხიდან 400-მდე პატიმარი გაიქცა. 

Reuters-ის ცნობით, პატიმრებმა ციხის კარების გაღება მოახერხეს და ციხის ზედამხედველებმა მათი შეჩერება ვერ შეძლეს.

ტრიპოლის ციხეში სისხლის სამართლის დამნაშავეებთან ერთად ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის მომხრეები იხდიდნენ სასჯელს.

ლიბიის დედაქალაქში უკვე რამდენიმე დღეა დაჯგუფებებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ხელისუფლების ინფორმაციით, 40-მდე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. 

გაეროსა და დასავლეთის ქვეყნების მიერ მხარდაჭერილი „ეროვნული თანხმობის მთავრობა“ (GNA) ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლზე კონტროლს ინარჩუნებს. მათი თქმით, საგანგებო მდგომარეობა მოსახლეობის დაცვის მიზნით გამოაცხადეს.  

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის სხვა ქვეყნები დაჯგუფებებს შეტაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. 

 

კომენტარები