მიანმარი

მიანმარის სასამართლომ Reuters-ის 2 ჟურნალისტს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მიანმარის სასამართლომ Reuters-ის 2 ჟურნალისტს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ჟურნალისტები სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებაში დამნაშავედ ცნეს. 

საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერო, ევროკავშირი, აშშ, კანადა და სხვები მიანმარის ხელისუფლებას დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

32 წლის ვა ლოუნი და 28 წლის კიან სოუ გასული წლის დეკემბერში დააკავეს, როდესაც ისინი მუსლიმი როჰინჯების მკვლელობებზე ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებდნენ. 

კომენტარები