U2

U2-ს სოლისტმა ბერლინში მიმდინარე კონცერტზე ხმა დაკარგა

ირლანდიურმა ჯგუფმა U2-მ ბერლინში Mercedes-Benz Arena-ზე მიმდინარე კონცერტები შეწყვიტა. ჯგუფის სოლისტმა ბონომ ხმა დაკარგა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

58 წლის მუსიკოსმა კონცერტის პირველი 20 წუთი იმღერა, თუმცა კომპოზიციაზე Red Flag Day მან ხმა დაკარგა. 

კონცერტის შეწყვეტის გამო ჯგუფმა მალევე განცხადება გაავრცელა.

„ბონო თავიდან კარგ ფორმაში იყო, თუმცა რამდენიმე სიმღერის შესრულების შემდეგ მან ხმა სრულად დაკარგა. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ერთგულებას და ბოდიშს ვუხდით მათ ვინც ბერლინში კონცერტზე სხვა რეგიონებიდან ჩამოვიდა“, - წერია ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბონომ თაყვანისმცემლები დაამშვიდა და თქვა, რომ მასზე შესანიშნავი ექიმი ზრუნავს. მისი თქმით, ხმის იოგები სერიოზულად არ დაუზიანდა და სცენას მალე დაუბრუნდება

კომენტარები