ევროპული საქართველო

უგულავა: სიმულაციაა, რომ ევროპული საქართველოდან ენმ-ში ადამიანები ახლა გადავიდნენ

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა იუმორით პასუხობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ევროპული საქართველოდან ენმ-ში 140 ადამიანი გადავიდა. მან დღეს ენმ-დან ევროპულ საქართველოში რამდენიმე თვის წინ გადმოსული პირები "წარადგინა" და თქვა, რომ ეს ზუსტად ისეთივე სიახლეა, როგორც დღეს ენმ-ს წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაცია. 

უგულავას თქმით, გია თევდორაძე, ანდრო მაღლაკელიძე და მათთან დაკავშირებული პირები 10 თვის წინ წავიდნენ ევროპული საქართველოდან და ეს სიახლე არ არის. უგულავა ამბობს, რომ სიმულაციაა, თითქოს ევროპული საქართველოდან ენმ-ში 140 ადამიანი ახლა გადავიდა.  

„კერძოდ, გია თევდორაძე, ანდრო მაღლაკელიძე და მათთან დაკავშირებული პირები 10 თვის წინ წავიდნენ ევროპული საქართველოდან, იმ მიზეზის გამო, რომ მათ არ უნდოდათ, პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა, სავარაუდოდ კონკურენციის და წაგების შიშით. ეს მრავალგზის გაშუქდა სხვადასხვა მედიაში და დღეს ურცხვად, სამწუხაროდ ვიღებთ რას - რომ თურმე ეს ადამიანები დღეს შეუერთდნენ ნაციონალურ მოძრაობას და ზარ-ზეიმით გვამცნეს, რომ თურმე 140 რჩეული ვაჟკაცი წასულა ევროპული საქართველოდან. ყოველ ჯერზე შემიძლია ჩავატარო ბრიფინგი და ვიძახო ერთი და იგივე, რომ შემოგვიერთდნენ ენმ-დან გადმოსულები.

ბუნებრივია ისმის კითხვა, პარტიას, რომელთანაც ჩვენ ევროპის სახალხო პარტიის ეგიდით, გავაფორმეთ ხელშეკრულება, სადაც პირობა დავდეთ, რომ ვფოკუსირდებით პირდაპირი მნიშვნელობით ჯილეხზე,  რასაც სალომე ზურაბიშვილი ჰქვია ხვალ თუ ზეგ, რომ ქართული ოცნება დაუჭერს მხარს, რატომ რჩება დროს ნაციონალურ მოძრაობას, ამ სიმულაციური პროცესის წარმართვის, ამ სიმულაციური ტალღის შექმნისთვის, რომ ვიღაცები საიდანღაც მოდიან.

ჩვენ ამ ბრიფინგს ვატარებთ ბოლოჯერ, მე როგორც გენერალური მდივანი ასეთ ბრიფინგს ჩავატარებ მხოლოდ მაშინ, როდესაც ქართული ოცნების წარმომადგენლები შემოგვიერთდებიან და პირობას გაძლევთ, რომ ამ არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ასეთები იქნებიან მრავლად. ვინაიდან ქართულ ოცნებაში ამომრჩევლებსა და ქვედა დონეებზე კარგად ესმით რომ ქვეყნის ღალატია სალომე ზურაბიშვილი მხარდაჭერა. მე უბრალოდ მიკვირს ენმ რატომ იცლის ასეთი სიბეცისთვის და სიმდაბლისთვის. ერთადერთი პასუხი ამაზე შეიძლება იყოს ესეთი ხუმრობა. ეს ადამიანები წელიწადნახევრის წინ წამოვიდნენ ენმ-დან, რა განსხვავებაა თევდორაძეს, რომელიც ჯერ წამოვიდა და მერე 10 თვის წინ უკან დაბრუნდა, მას ხო არაფერი კავშირის აქვს დღევანდელ პოლიტიკურ პროცესთან, ანდრო მაღლაკელიძე ხომ არის მატყუარა, მაგრამ პრობლემა ხო მასში არ არის, რომ სამწუხაროდ ენმ-ს არ აქვს გასიგრძეგანებული მათთვის მტერი და ხალხის პრობლემა არის ქართული ოცნება, ეს პარტია ებრძვის მხოლოდ ევროპულ საქართველოს. მათ გვებრძოლონ ჩვენ, ჩვენ ვებრძვით ქართულ ოცნებას და ვემზადებით ქართული ოცნების დასამარცხებლად." - ამბობს უგულავა.

გია თევდორაძემ, რომელიც ჯერ ნაციონალური მოძრაობიდან ევროპულ საქართველოში გადავიდა შემდეგ, კი ისევ ენმ-ში დაბრუნდა, ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ გაერთიანებას ძალა ერთობაშია დღეიდან უერთდება.

„ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პარტიებში ვიყავით, ვთქვათ წამოვადგენდით ევროპულ საქართველოს ბოლო არჩევნებში, ან სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებს დღეს ვუერთდებით, ძალა ერთობაშია-ს გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბს, და მიგვაჩნია, რომ ქვეყნის წინსწვლის საიდუმლო არის ერთიან ძალაში და ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად მოვიტანთ ცვლილებებს, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის საწინდარი.“ - ამბობს თევდორაძე.

კომენტარები