პოლ მაკარტნი

პოლ მაკარტნი: ფსიქოდელური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ღმერთი ვნახე

grammy.com

ლეგენდარულის ჯგუფის Beatles-ის წევრმა, სერ პოლ მაკარტნიმ Tha Sunday Times-თან საუბრისას თქვა, რომ ფსიქოდელური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ღმერთი ნახა.

მაკარტნის თქმით, მას და მის მეგობრებს ნარკოტიკული საშუალება დიმეთილტრიპტამინი [DMT] ჰქონდათ მიღებული.

"ჩვენ სავარძელში ვისხედით. მე ღმერთი ვნახე, ეს ძალიან აღმაფრთოვანებელი იყო. ვგულისხმობ იმას, რომ ამ შემთხვევას ჩემი ცხოვრება არ შეუცვლია, თუმცა ეს იყო მინიშნება. ეს ძალიან დიდებული იყო - მასიური კედელი, რომლის უმაღლეს წერტილს ვერ ვხედავდი, მე სულ ქვევით ვიდექი. სხვა ადამიანებმა შესაძლოა თქვან, რომ ეს უბრალოდ ნარკოტიკია, უბრალოდ ჰალუცინაცია, თუმცა მე და რობერტმა მაშინ ერთმანეთს ვკითხეთ "დაინახე?", ვიგრძენით რომ უმაღლესი რამ ვნახეთ", - თქვა პოლ მაკარტნიმ.

პოლ მაკარტნი თავის ტურნეს 17 სექტემბერს კანადიდან იწყებს.

კომენტარები