იაპონია

იაპონია საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას გეგმავს [ვიდეო]

facebook.com

იაპონიის მთავრობა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას გეგმავს. დაგეგმილი ცვლილებების შესახებ თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ ისაუბრა. 

საქართველოს მოქალაქეთათვის მრავალჯერადი ვიზების მინიჭებაა დაგეგმილი. 

მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა საქართველოსთან სასწავლო გაცვლითი პროგრამების დაჩქარებაზე და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე. 

დღესვე ხელი მოეწერება $343 მილიონიან სასესხო შეთანხმებასაც, რომელსაც იაპონია საქართველოს ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის გაყვანისთვის აძლევს. 

რიკოთის უღელტეხილზე, შორაპანი-არგვეთის 14.7-კილომეტრიან გზის მონაკვეთზე 12 გვირაბი და 14 ხიდი აშენდება. 

კომენტარები