ავღანეთი

ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფება "ჰაკანის ქსელის" დამფუძნებელი გარდაიცვალა

ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფება „ჰაკანის ქსელის“ დამფუძნებელი ჯალალუდინ ჰაკანი  რამდენიმეწლიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. 

მისი გარდაცვალების შესახებ მოძრაობა „თალიბანმა“ ოფიციალურად დაადასტურა. ამის შესახებ BBC წერს

ჯალალუდინ ჰაკანი ცენტრალური აზიაში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ის მოძრაობა „თალიბანთან“ და „ალ-ქაიდასთან“ თანამშრომლობდა.

მისი წევრები მრავალი წლის განმავლობაში ავღანეთის შეიარაღებულ ძალებსა და ნატო-ს სამხედრო წარმომადგენლებს ესხმოდნენ თავს. 2001 წლის შემდეგ დაჯგუფებას მისი შვილი ხელმძღვანელობს.

კომენტარები