შსს

შსს-მ ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 25 აგვისტოს ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილი სიძე, 1991 წელს დაბადებული ნ.დ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ი.ქ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ბათუმში დააკავეს" - წერია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები