სტიქია იაპონიაში

იაპონიაში ტაიფუნის გამო ქალაქ ოსაკას აეროპორტი დაიტბორა

იაპონიაში ტაიფუნ "ჯების" გამო ქალაქ ოსაკას აეროპორტი დაიტბორა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო. უსაფრთხოების გამო, სტიქიის ზონაში რამდენიმე მაგისტრალზე საავტომობილო მიმოსვლაც შეჩერდა. დახურულია რამდენიმე პორტი.

ტაიფუნის ცენტრში ქარის სიჩქარე საათში 160 კილომეტრს აღწევს. ტალღების სიმაღლე 12 მეტრამდეა. მეტეოროლოგების თქმით, ქარის სიჩქარე შესაძლოა 215 კმ/საათამდე გაიზარდოს.

 

კომენტარები