ორნელა მუტი

ორნელა მუტი: ვისურვებდი, რომ რუსეთის მოქალაქეობა მივიღო

იტალიელი მსახიობის, ორნელა მუტის თქმით ის ისურვება რომ რუსეთის მოქალაქეობა მიიღოს.

"მე მოსკოვში სახლი და ბინადრობის ნებართვა მაქვს, თუმცა არ მაქვს რუსული პასპორტი. ვისურვებდი, რომ რუსეთის მოქალაქეობა მივიღო, რატომაც არა?", - თქვა ორნელა მუტიმ.

მსახიობა TASS-თან ინტერვიუში მის რუსულ წარმომავლობაზეც ისაუბრა.

"ბაბუაჩემი ფიზიკოსი იყო ცარისტულ რუსეთში, ბებიაჩემი კი პიანისტი. ოჯახში ჩვენ ერთი მომღერალიც გვყავს და სრულიად შესაძლებელია, რომ რუსული ფესვები ნაწილობრივ მაინც ხსნიდეს იმას, რატომ არის ჩვენი ოჯახი ასეთი არტისტული", - თქვა ორნელა მუტიმ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორნელა მუტი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებდა პირველად 2016 წელს გავრცელდა, თუმცა მაშინ მსახიობს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები