გერმანია

გერმანიის ქალაქ კემნიცში რასიზმის წინააღმდეგ კონცერტი გაიმართა

გერმანიის ქალაქ კემნიცში რასიზმის წინააღმდეგ კონცერტი გაიმართა.

კონცერტი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა და მას ათობით ათასი ადამიანი დაესწრო.

შეკრებილებმა სირიელი და ერაყელი ლტოლვილების მიერ მოკლულ 35 წლის მამაკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს. ორგანიზატორების თქმით, კონცერტის საშუალებით, სოლიდარობა გამოუცხადეს ყველა იმ პირს, რომლებიც ბოლო პერიოდში ნეონაცისტების მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა.

კონცერტამდე ერთი დღით ადრე გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, ჰეიკო მაასმა თქვა, რომ დროა გერმანიის საზოგადოებამ ანტიიმიგრაციული ძალადობის წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოქმედოს.

ერთი კვირის წინ გერმანიის ქალაქ კემნიცში ფიზიკური დაპირისპირების დროს თავშესაფრის ორმა მაძიელებმა გერმანიის მოქალაქე, 35 წლის მამაკაცი მოკლა. რასაც ქალაქში მასშტაბური კონტრაქციები მოჰყვა. 

საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებასა და მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა.  ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ ქალაქში პოლიციის დამატებითი ძალები ლაიფციგიდან და დრეზდენიდან შეიყვანეს.

კომენტარები