თბილისის მერია

მერია 406,000 ლარად კომუნისტური ეპოქის მონუმენტის "ადამიანის და მზის" გარემონტებას გეგმავს

0 კომენტარი

ძეგლი "ადამიანი და მზე" ფოტო: wikimedia

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ მდებარე მონუმენტის - "ადამიანის და მზის" რესტავრაციაა დაგეგმილი. მერიამ სარემონტო სამუშაოებისთვის კონტრაქტი კონკურსის გარეშე კომპანია "დეკორ ესთეტიკს" გაუფორმა.

პროექტის ღირებულებაა 406,529 ლარი. თანხა 2018-2019 წლების ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

ადამიანი და მზე კომუნისტური ეპოქის მონუმენტია, ის 1981 წელს აღმართეს, მისი ავტორია ზურაბ წერეთელი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები