კრიმინალი

სოციალურად დაუცველების თანხის მითვისებისთვის, კომისიის მდივანი პასუხისგებაში მისცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის კომისიის მდივანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ნათია პ-ს თაღლითობის მცდელობას, თაღლითობას და სამსახურებრივ სიყალბეს ედავებიან.

"ის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სოციალურად დაუცველი პირების მონაცემების გაყალბების გზით, თაღლითურად დაეუფლა აღნიშნულ პირთათვის განკუთვნილ სოციალური დახმარების თანხებს. სულ თაღლითური გზით მითვისებულია 1450 ლარი" - აცხადებს სუს-ი.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო. სსკ-ის მუხლები, რის დარღვევასაც ნათია პ-ს ედავებიან, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

კომენტარები