კონტრაბანდული ოქრო

სარფის გამშვებ პუნქტზე 1024 გრამი კონტრაბანდული ოქრო ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სარფის გამშვებ პუნქტზე 1024 გრამი კონტრაბანდული ოქრო ამოიღეს, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 57 000 ლარს აღემატება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების მალულად შემოტანას ცდილობდნენ" - ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

კომენტარები