საგარეო ვაჭრობა

ბახტაძე: იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ვიწყებთ მუშაობას

მამუკა ბახტაძე და ტარო კონო
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველო და იაპონია თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების შესახებ წინასწარ მოლაპარაკებებს იწყებენ. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მამუკა ბახტაძემ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ტარო კონოსთან ისაუბრა, რომელიც ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა საქართველოს. 

მოალაპარაკებების ინიცირების მიუხედავად, წინასწარ პროგნოზის გაკეთება რომ საქართველო და იაპონია ამ შეთანხმებას მიაღწევენ რთულია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მიღწევას ქვეყნების პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან ყოველთვის ესაჭიროება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნება.

2018 წლის 11 ივლისს იაპონიამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებას (EPA) რომელიც ორმხრივი ვაჭრობის დროს საიმპორტო მოსაკრებლების 95%-ით შემცირებას ითვალისწინებს. შეთანხმების ამოქმედება ჯერ არ მომხდარა. ამავდროულად, მიმდინარეობს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე სამხრეთ კორეასთან, თურქეთდან და ახალ ზელანდიასთან.

დღეის მდგომარეობით, იაპონიას სულ 14 თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული, ეს ქვეყნებია:

  • ავსტრალია
  • ბრუნეი
  • ჩილე
  • ინდოეთი
  • ინდონეზია
  • მალაიზია
  • მექსიკა
  • მონღოლეთი
  • პერუ
  • ფილიპინები
  • სინგაპური
  • შვეიცარია
  • ტაილანდი
  • ვიეტნამი 
  • ASEAN-ის წევრები 

რა ზომისაა საქართველო-იაპონიის ვაჭრობა

2017 წელს საქართველოს ექსპორტი იაპონიაში სულ რაღაც $7.3 მილიონს შეადგენდა, ექსპორტი მაქსიმალური 2010 წელს იყო და $8 მილიონს შეადგენდა. 

იმპორტი კი გაცილებით დიდია, 2017 წელს საქართველომ იაპონიისგან $138 მილიონის ღირებულების პროდუქცია შეიძინა. იმპორტში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მსუბუქ ავტომობილებს, ელექტროტექნიკასა და ინდუსტრიულ მოწყობილობებს. 

იაპონური იმპორტი მაქსიმალური 2014 წელს იყო და $368 მილიონს შეადგენდა.

კომენტარები