ფემიციდი

პოლიციელს, რომელმაც ქალი დაჭრა და მისი ყოფილი ქმარი მოკლა, 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

0 კომენტარი
ფოტო: www.iranhumanrights.org

თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ა.ჯ. - ყოფილი პოლიციელი დამნაშავედ ცნო და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების თანახმად, ბრალდებული არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ოჯახის წევრზე, დისკრიმინაციის მოტივით სისტემატურად ძალადობდა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და მოკვლითაც ემუქრებოდა.

"2018 წლის 31 მაისს, ა.ჯ.-მ ე.ბ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში მცირეწლოვანი  შვილის თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგის არეში მიაყენა ჭრილობა, ხოლო ე.ბ.-ს ყოფილ მეუღლეს მ.გ.-ს სამჯერ ესროლა. სროლის შედეგად ე.ბ.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო გამჭოლი ჭრილობა მიიღო, ხოლო მ.გ. მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა" - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2018 წლის 31 მაისსვე სამართალდამცველებმა ა.ჯ. დააკავეს. მას ბრალდება სისხლის
სამართლის კოდექსის 126 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება და დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით), 11 1 19, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით და  ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ), ასევე, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები