კოსმოსური სადგური

როსკოსმოსის დირექტორი: რუსული კოსმოსური სადგური განზრახ დააზიანეს

AP

რუსული კოსმოსური სააგენტოს (Roscosmos) დირექტორი, დმიტრი როგოზინი საერთაშორისო კოსმოსური საგურზე მდებარე რუსულ საიუზის მოდულში (Soyuz module) ნახვრეტის გაჩენას განზრახ დაზიანებად მიიჩნევს:

"მოდულის გახვრეტის რამდენიმე მცდელობა იყო. რა არის ეს? წარმოების დეფექტი, თუ წინაწარ დაგეგმილი ქმედება? ჩვენ ვამოწმებთ მისი დედამიწაზე დაზიანების ვერსიას. მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ მეორე ვერსიაც: კოსმოსში განზრახ დაზიანების." თქვა მან.

კოსმოსურ მოდულში მცირე ზომის ნახვრეტის არსებობამ წნევის მცირე ვარდნა გამოიწვია, თუმცა ასტრონავტების სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებია. მათ ხვრელი წებოვანი ლენტით დალუქეს.

როგოზინის თქმით ინციდენტის გამოძიება და დამნაშავის დადგენა "ღირსების საქმეა" რადგან Soyuz-ის ხომელდებზე მსგავსი დეფექტი არასოდეს აღმოუჩენიათ.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხომალდი ბაიკანურის კოსმოდრომზე სატესტო გამოცდისას დაზიანდა, თუმცა დაზიანების დასაფარად ის ნაჩქარევად შეაკეთეს.

თავდაპირველად მოიაზრებოდა, რომ ხვრელი მცირე ზომის მეტეორიტმა გამოიწვია, თუმცა ეს ვერსია შემდგომის შესწავლის შემდეგ გამორიცხეს. რუსეთის პარლამენტის ერთ-ერთი წევრის, მაქსიმ სურაიევის მოსაზრებით ის შესაძლოა ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა ასტრონავტმა განგებ გააკეთა, რათა სახლში დროზე ადრე დაბრუნებულიყო, თუმცა, სპეციალისტების აზრით, კოსმოსში მსგავსი ხვრელის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა.

კომენტარები