უბედური შემთხვევა

ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის უფროსი იმსხვერპლა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში, პარკის დაცვის განყოფილების უფროსი, 43  წლის ივანე კუპრაძე დაიღუპა. ის ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

"ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2003 წლიდან მუშაობდა. მას გამორჩეული და თავდადებული შრომისთვის არაერთხელ აქვს მიღებული მადლობის სიგელი. იგი გამოირჩეოდა ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით და ხშირად ჩაუგდია თავი საფრთხეში" - აცხადებს დაცული ტეტიტორიების სააგენტო.

კომენტარები