ავღანეთი

ქაბულში ISIS-ის ტერორისტულ თავდასხმას 20 ადამიანი, მათ შორის 2 ჟურნალისტი ემსხვერპლა

CNN

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ორ აფეთქებას სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 70 ადამიანი.

თვითმკვლელმა ტერორისტმა 4 ადამიანი სპორტულ კლუბში მოკლა. მას შემდეგ, რაც ინციდენტის ადგილას სასწრაფო დახმარება, პოლიცია და ჟურნალისტები მივიდნენ, მანქანაში დამონტაჟებული ბომბი ააფეთქეს.

გარდაცვლილებს შორის ორი ჟურნალისტია.

თავდასხმა შიიტი მუსლიმებით დასახლებულ უბანში მოხდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები