ლგბტ უფლებები

ინდოეთში ერთი და იგივე სქესის ადამიანებს შორის სექსი კანონით აღარ დაისჯება

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში  გეისექსი დანაშაული აღარ იქნება. 

სასამართლომ უარყო 2013 წლის სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც კოლონიური ეპოქის დროინდელ კანონს ეყრდნობოდა. ეს კანონი, რომელსაც 377-ე სექციის სახელითაა ცნობილი, ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სექსუალურ კავშირს "არაბუნებრივ დანაშაულად" მიიჩნევდა.

"სექსუალური აქტის კრიმინალიზება ირაციონალური, თვითნებური და აშკარად არაკონსტიტუციურია”,- აღნიშნა მოსამართლემ ვერდიქტის კითხვისას.

კოლონიალური ეპოქის დროინდელი კანონის შეცვლა ინდოეთში დიდი ხნის განმავლობაში არ სურდათ, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ინდოეთში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციისთვის მრავალი ლგბტ ორგანიზაცია მუშაობდა. 

მანამდე, გეისექსი ინდოეთში 10 წლიანი თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა.

კომენტარები