აშშ

კენედის აეროპორტში დაჯდა თვითმფრინავი, რომელშიც დაავადებული მგზავრები იყვნენ

აშშ-ში, ჯონ კენედის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა თვითმფრინავი, რომელშიც ათობით ინფიცირებული მგზავრი იყო

არსებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 500 მგზავრიდან 100 შეუძლოდ გახდა. მგზავრების ნაწილს ჰქონდა მაღალი სიცხე, ხველა, სისუტე, გულისრევა და მუცლის ტკივილი.

ავიაკომპანია Emirates-ის რეისი ნიუ-იორკში დუბაიდან ჩაფრინდა.

თვითმფრინავი აეროპორტში ადგილობრივი დროით დილის 09:10 საათზე დაჯდა. მას პოლიცია და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანამშრომლები დახვდნენ. 

რამდენიმე საათიანი კარანტინის შემდეგ თვითმფრინავიდან ყველა მგზავრს ჩასვლის საშუალება მისცეს, 11 მათგანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ანალიზის პასუხები ჯერ უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, მგზავრების შეუძლოდ ყოფნის მიზეზად გრიპი დასახელდა.

კომენტარები