ოჯახში ძალადობა

არასრულწლოვან შვილზე ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

dw.com

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ა.ა. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ 2018 წლის 21 ივნისს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში ა.ა.-მ არასრულწლოვან შვილს სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ა.ა. 2018 წლის 23 ივნისს ქ.მარნეულში დააკავეს", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

უწყების ინფორმაციითვე, ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126¹ მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  

კომენტარები