განათლება

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით უნივერსიტეტების რეიტინგი

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 27.9 ათასი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი.

ჩარიცხულთა საშუალო ქულების მიხედვით, უნივერსიტეტების რეიტინგში პირველ ადგილზე თავისუფალი უნივერსიტეტი იმყოფება, მეორე ადგილს კი უკვე მეორე წელია აგრარული უნივერსიტეტი იკავებს. წლების განმავლობაში ყველაზე მეტად აგრარული უნივერსიტეტის შედეგები გაუმჯობესდა. 7 წლის წინ, სანამ აგრარულ უნივერსიტეტში ინვესტიციას ცოდნის ფონდი განახორციელებდა, ის ოცდაათეულს მიღმა იყო. რეიტინგში, მესამე ადგილზე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, მეოთხეზე კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტია. ერთი პოზიციით გაუარესდა თსუ-ს ადგილი და მან მეხუთეზე გადაინაცვლა. რეიტინგის მიხედვით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ მეთორმეტე ადგილზეა. ტექნიკური უნივერსიტეტი კი ოცდამეშვიდე ადგილს იკავებს.

მეთოდოლოგია: ცალკე არის დაჯგუფებული მცირე ზომის უმაღლესი სასაწავლებლები, ეს არის ის უმაღლესები, სადაც 50-ზე ნაკლები სტუდენტი ჩაირიცხა.

ჩარიცხულთა საშუალო ქულები გამოანგარიშებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები