მაღალი მოდა

Burberry-მ ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე უარი თქვა

0 კომენტარი
ფოტო: Jason Lloyd-Evans / Burberry S/S 2018

ბრიტანულმა მოდის ბრენდმა Burberry-მ კოლექციების შექმნისას ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე უარი თქვა. მაღალი მოდის ბრენდი ტანსაცმელს, რომელიც არ გაიყიდება აღარ გაანადგურებს. მიზეზად გარემოს დაცვა და უსაფრთხოება დასახელდა: "თანამედროვე ფუფუნება ნიშნავს სოციალურ და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას" - თქვა ბარბერის აღმასრულებელმა დირექტორმა.

2018 წელს Burberry-მ 38$ მილიონის ღირებულების პროდუქცია გაანადგურა - როგორც ტანსაცმელი, ასევე კოსმეტიკა, ხოლო 2017 წელს განადგურებული პროდუქციის საერთო ღირებულება 35,6$ მილიონი იყო.

Burberry არ ყოფილა ერთადერთი ბრენდი, რომელიც ძველი კოლექციიდან დარჩენილ ტანსაცმელს ამ გზით იშორებდა. მიზეზი, რის გამოც მაღალი მოდის ბრენდები პროდუქციას ანადგურებენ და არ ყიდიან ფასდაკლებით ან არ გადასცემენ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ექსკლუზიურობის განცდაა. იმ შემთხვევაში, თუ ძვირადღირებული ტანსაცმელი მასობრივი გახდება, მომხმარებლები ექსკლუზიურობის განცდას დაკარგავენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები