საუდის არაბეთი

საუდის არაბეთში ონლაინ სატირა 5 წლამდე პატიმრობით და ჯარიმით დაისჯება

მუჰამედ ბინ სალმანი
AFP

საუდის არაბეთში ისეთი მასალის შექმნა და სოციალურ მედიაში გავრცელება, რომელიც "დასცინის, პროვოკაციას ახდენს და არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, რელიგიურ ღირებულებებს და საზოგადოებრივ მორალს" კიბერდანაშაულად ჩაითვლება და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთითა და დაახლოებით 800,000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯება.

2017 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება მოსახლოებას მოუწოდებს ინფორმაცია მიაწოდონ მათ თანამოქალაქების სოციალურ ქსელებში საეჭვო აქტივობის შესახებ.

გაერო-ს წარმომადგენლების თქმით საუდის არაბეთი ანტი-ტერორისტულ კანონებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს.

კომენტარები