მედიცინა

პრობიოტიკები შესაძლოა მავნე იყოს ჯანმრთელობისთვის

ადამიანის კუჭი დაახლოებით 100 ტრილიონ მიკროორგანიზმს შეიცავს, მათ კუჭის მიკრობიომს უწოდებენ. პრობიოტიკები ცოცხალი მიკროორგანიზმებია, რომელსაც მილიონობით ადამიანი მიკრობიომის გასაუმჯობესებლად ან ანტიბიოტიკების კურსის შემდეგ მის აღსადგენად სვამს. დღემდე ითვლებოდა, რომ პრობიოტიკები სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის.

ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნებული კვლევის თანხმად პრობიოტიკები შესაძლოა მავნე იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის. 

მეცნიერებმა ენდოსკოპიის და კოლონოსკოპიის მეშვეობით ადამიანების კუჭის მიკრობიომი გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ ანტიბიოტიკების კურსის შემდეგ პრობიოტიკების მიღება ხელს უშლის კუჭის ნორმალური მიკრობიომის აღდგენას. 

"პრობიოტიკების მიერ კუჭის კოლონიზაციის შემდეგ მათ სრულად დათრგუნეს ადგილობრივი მიკრობიომის აღდგენის პროცესი, რომელიც ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ დაზიანდა" - ამბობს ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტის იმუნოლოგი და კვლევის ავტორი ერან ელინავი. 

კომენტარები