ერაყი

ერაყში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებისას 1 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა

ერაყის ქალაქ ბასრაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა.

მასობრივი საპროტესტო აქციების გამო, ერაყის ხელისუფლებამ ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათი გამოაცხადა. 

ერაყის სამხრეთ ნაწილის ქალაქ ბასრაში რომელიც ძირითადად შიიტებით არის დასახლებული, საპროტესტო აქციები რამდენიმე კვირაა გრძელდება. ისინი ინფრასტრუქტურის და ელექტროენერგიის არარსებობას, და კორუფციას აპროტესტებენ. 

საპროტესტო გამოსვლების დროს დემონსტრანტებმა ბასრა-ბაღდადის ავტომაგისტრალი გადაკეტეს და რეგიონული მთავრობის შენობას ცეცხლი წაუკიდეს.

3 სექტემბერს დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, საერთო ჯამში შვიდი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები