ხანძარი

გლდანში, კორპუსის მე-8 სართულზე ხანძარი გაჩნდა

0 კომენტარი

თბილისში გლდანში, სახლი დაიწვა. ცეცხლი კორპუსის მე-8 სართულზე გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია საოჯახო ნივთები და 60 კვ. მ. ფართი

ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი

ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსის მე-9 სართულიდან 4 მოქალაქე გამოიყვანეს. მათ შორის, 2 მცირეწლოვანი

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები