ირლანდიის ზღვაში, ოფშორულ ზონებს შორის, მსოფლიოში უდიდესი ქარის ელექტროსადგური ოფიციალურად ამოქმედდა
ელექტროსადგური Walney-ის სიმძლავრე 659 მეგავატია.
Walney დანიურმა ენერგოკომაპნია Orsted-მა ააშენა, რაც ამ კომპანიის მიერ აგებული ქარის მეთერთმეტე ელექტროსადგურია გაერთიანებულ სამეფოში.
ელექტროსადგური 87 ტურბინისგან შედგება. ისინი 145 კვადრატულ კილომეტრ ფართობზე არიან განლაგებულნი.
ევროპის 11 ქვეყანაში ზღვაში ქარის 4 ათასი ელექტროსადგური ფუნქციონირებს.