დიეგო მარადონა

დიეგო მარადონა მექსიკური გუნდის მწვრთნელი გახდა

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა მექსიკური კლუბის “დორადოსის” მთავარი მწვრთნელი გახდა.

მარადონამ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა. კონტრაქტის დეტალები ამ დრომდე არ ხმაურდება. მექსიკის რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე გუნდი მარადონას ოფიციალურ გვერდზე მიაესალმა

ლეგენდარული ფეხბურთლი 2010 წელს არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, თუმცა გუნდი მუნდიალს მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.

საკლუბო დონეზე კი მარადონას ბოლო სამუშაო ადგილი იყო ბელარუსული კლუბი ბრესტის “დინამო”. იქ მან ცოტა ხნით იმუშავა მმართველი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. 

კომენტარები