ძალადობისა და მუქარის ბრალდება

გორში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

შსს-მ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, გორში ერთი პირი 1982 წელს დაბადებული ი. გ. დააკავა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მისსავე საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ პირს – 1940 წელს დაბადებულ რ.ე-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ემუქრებოდა.

დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები",-წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები