ნარკოტიკული ზედოზირება

26 წლის რეპერი MAC MILLER გარდაცვლილი იპოვეს

ამერიკელი რეპერი, კომპოზიტორი და პროდიუსერი MAC MILLER (მალკოლმ ჯეიმს მაკკოლმიკი) 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

მუსიკოსი გარდაცვლილი კალიფორნიაში, საკუთარ სახლში იპოვეს. ის, სავარაუდოდ, ნარკოტიკით ზედოზირებამ იმსხვერპლა.

ცნობილია, რომ სწორედ ნარკოდამოკიდებულება გახდა პოპვარსკვლავ არიანა გრანდესთან დაშორების მიზეზი 2018 წლის მაისში. 

მუსიკოსმა სტუდიური ნამუშევარი Swimming 3 აგვისტოს გამოუშვა. ტურნეს გამართვას კი ოქტომბრიდან გეგმავდა.

კომენტარები