ნარკოდანაშაული

კანაფის დათესვა-მოყვანის ბრალდებით დაკავებულ პატრულ-ინსპექტორს პატიმრობა შეეფარდა

Getty Images

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით  მარიხუანის უკანონო შენახვის ფაქტზე ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სამართალდამცველებმა გ.ტ. 2018 წლის 6 სექტემბერს დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას და  ეზოდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით,  თოთხმეტი ძირი - 3197,95 გრ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 574,19 გრ. გამომშრალი „მარიხუანა“ ამოიღეს.

პროკურატურის დეპარტამენტმა გ.ტ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) და 2731მუხლის მეექვსე ნაწილით (მარიხუანის უკანონო შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარუდგინა.

წარდგენილი ბრალდება 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები