2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ცესკოში პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურა, შესულია 46 განაცხადი

ცესკო
ცესკო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა.

საბოლოო მონაცემებით, ცესკო-ში 46 განაცხადი შევიდა. აქედან 26 საინიციატივო ჯგუფის, ხოლო 20 პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატია. 

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, 19 სექტემბრამდე კანდიდატად რეგისტრაციის მსურველებმა საარჩევნო ადმინისტრაციაში მხარდამჭერთა ხელმოწერები უნდა წარადგინონ. ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადა 18 სექტემბერია, ხოლო რეგისტრაცია 28 სექტემბერს დასრულდება.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები